ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის ანტისახე, ანტისიმბოლო

მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის ანტისახე, ანტისიმბოლო - ადამიანი, რომელიც აწამებდა, კლავდა, არის სახელმწიფოს ანტისახე და არა სახე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კადრების გავრცელებას, რაც პრეზიდენტმა გააკრიტიკა, თავად ოპოზიცია ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ის ლამაზი სანახავი არ იქნებოდა.

კობახიძის თქმით, მსგავს მდგომარეობაში საზოგადოებას სააკაშვილი ადრეც უნახავს.

"კადრების გავრცელებას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი ყველა მედიასაშუალება. საზოგადოება რომ შეცდომაში შეყვანილი არ ყოფილიყო, მოხდა კადრების გასაჯაროება. ყველამ წინასწარ იცოდა რა თქმა უნდა, რომ კადრები არ იქნებოდა ლამაზი სანახავი, ეს იცოდა "ნაცმოძრაობამ", მისმა მედიამ, მაგრამ მაინც ითხოვდნენ გასაჯაროებას, საბოლოო ჯამში, მედიამ იხილა ეს კადრები, რომელიც არ იყო ლამაზი სანახავი, თუმცა, სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში არაერთხელ გვიხილავს, მათ შორის, გორში, როცა ერქვა მას მთავარსარდალი, უკრაინაში, როცა თმებით ათრევინა თავი სამართალდამცავებს. მესამედ იხილა ის საზოგადოებამ ასეთ მდგომარეობაში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის სახე. ის არის ჩვენი ქვეყნის ანტისახე, ანტისიმბოლო, რომელიც აწებდა, კლავდა. ადამიანი, რომელიც აწამებდა, კლავდა, არის სახელმწიფოს ანტისახე და არა სახე,"- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო