მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებისა და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული პატიმრის წამების კადრების შედარება წარმოუდგენელია

მიხეილ სააკაშვილის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებისა და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული პატიმრის წამების კადრების შედარება წარმოუდგენელია. უკვე შეცდომაში შეიყვანთ ხალხს, როგორც კი ამას შეადარებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებისას იუსტიციის სამინისტრო იძულებული იყო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გაეკეთებინა.

„წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებისა და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული პატიმრის წამების კადრების შედარება. უკვე შეცდომაში შეიყვანთ ხალხს, როგორც კი ამას შეადარებთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება-არ გავრცელებას, როცა იუსტიციის სამინისტროს აყენებენ ცუდსა და უარეს შორის არჩევანის წინაშე, შეიძლება ცუდი აირჩიოს, იმიტომ, რომ მართლა ცუდი იყო სანახავად ის კადრები. თუმცა, უარესი იცი რა იყო? - როცა სამი დღის განმავლობაში სამი ტელევიზია იტყუებოდა, პოლიტიკოსები იტყუებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ათრიეს პატიმრების დასანახად, აგინებინეს პატიმრებს, შეურაცხყოფნდნენ, ცემდნენ, ამ ტყუილის გამოსარიცხად იყო კადრების გავრცელება. ის იყო მართალი, რაც გავრცელდა და წინა სამი დღის განმავლობაში, რასაც ლაპარაკობდნენ და მერე ხმა რომ არ ამოუღიათ, ის იყო ტყუილი. საზოგადოება ამ ტყუილს დაიჯერებდა, იმიტომ, რომ მეორე ვერსია არ იყო, საპირისპირო. იუსტიციის სამინისტრო იძულებული ხდებოდა, რომ ეს კადრები გამოექვეყნებინა. მან გადაწყვიტა, კი ბატონო ცუდია ეს კადრი, არაა კარგი სანახავი, მაგრამ ტყუილი რომ არ გავიდეს, გამოქვეყნდა კადრები, რომელიც ცუდია,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა