ლევან ბეჟაშვილი - მაშინ, როცა არსებობს პროფესიონალი მედიკოსების დასკვნები, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ იმ სამოქალაქო კლინიკასთან, სადაც გადაიყვანენ სააკაშვილს, არ ჩატარდება აქციები

მაშინ, როცა არსებობს პროფესიონალი მედიკოსების დასკვნები, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ იმ სამოქალაქო კლინიკასთან, სადაც გადაიყვანენ სააკაშვილს, არ ჩატარდება აქციები, საუბარი რაღაც გამოგონილ რისკებზე ადასტურებს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივი ამოძრავებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში უკვე მე-5 დღეა შიმშილობს.

მისი თქმით, არაკორექტულია, როცა ხელისუფლება მედიკოსებს პოლიტიკურ აფილირებაში სდებს ბრალს.

"არაკორექტულია და უნამუსობაა, მედიკოსებს, რომლებიც აღიარებულნი არიან სამედიცინო საზოგადოებაში, მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ბრალი დასდო პოლიტიკურ აფილირებაში. ისინი მონიტორინგის და დასკვნის გაკეთებისას ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მათი დასკვნის ეჭვქვეშ დაყენება ნამდვილად არამართებულია. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ ყოველგვარი პოლიტიკური მოტივების და შემადგენლობის გარეშე მიიღოს ეს დასკვნა, გადაწყვეტილება და ამით ბევრად შემსუბუქდება ის პოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაში გვაქვს. მაშინ, როცა არსებობს პროფესიონალი მედიკოსების დასკვნები, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ იმ სამოქალაქო კლინიკასთან, სადაც გადაიყვანენ, არ ჩატარდება საპროტესტო აქციები, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მის გადაყვანას სასამართლოში, კლინიკაში და ა.შ. ამის ფონზე კიდევ საუბარი რაღაც გამოგონილ რისკებზე ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივი ამოძრავებს, თუ ისინი არ მიიღებენ გადაწყვეტილებას გადაიყვანონ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და კიდევ უფრო მძიმე საპროტესტო აქციები იქნება, ეს არ არის სასურველი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა