მამუკა მდინარაძე - ადრე ქვეყანაში პრობლემა იყო, აჭმევდნენ თუ არა დაკავებულს საკუთარ ჩვენებას და გააუპატიურებდნენ თუ არა მას, დღეს კი იმაზე მსჯელობენ, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი

სულ ახლახანს ქვეყანაში პრობლემა იყო, აჭმევდნენ თუ არა დაკავებულს საკუთარ ჩვენებას და გააუპატიურებდნენ თუ არა მას, დღეს კი იმაზე მსჯელობენ, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის თქმით, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს იმას, რაც საზოგადოებამ კარგად იცის, რომ წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს აწამებდნენ, ცემდნენ, აუპატიურებდნენ და საკუთარ ჩვენებებს აჭმევდნენ.

“ნაცებს“ რომ ჰკითხო, ქვეყანა გაჩერებულია და არ ვითარდება, ხოლო ადამიანების ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან იქამდე მივედით, რომ დღეს განხილვისა და მსჯელობის საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა") ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა