ოთარ კახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სახალხო დამცველის აპარატის, როგორც ნეიტრალური ინსტიტუტის პოზიციას მხედველობაში

ომბუდსმენის ან ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის პროცესში მესამე, ნეიტრალურ მხარედ ჩართვა სტრასბურგის სასამართლოს დანერგილი პრაქტიკაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სახალხო დამცველის აპარატის, როგორც ნეიტრალური ინსტიტუტის პოზიციას მხედველობაში.

„ევროპულ სასამართლოს აქვს პრაქტიკა, როდესაც სახალხო დამცველის აპარატს რთავს გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში მესამე მხარედ, როგორც ნეიტრალურ, ობიექტურ მხარეს, რომლის დასკვნებიც, რეკომენდაციებიც მხედველობაში მიიღება სხვა მასალებთან ერთად. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი უსმენს ხოლმე სტრასბურგი, როცა სჭირდება რომ ნეიტრალური პოზიცია გაიგოს. ამ შემთხვევაშიც ქალბატონ ლომჯარიას თხოვნა სასამართლოსადმი სრულიად ლეგიტიმურია, შეესაბამება სტრასბურგის პრაქტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს და მიიღებს სახალხო დამცველის აპარატის და თავად ომბუდსმენის, როგორც ნეიტრალური ინსტიტუტის პოზიციას მხედველობაში“, - განაცხადა კახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს