დიმიტრი საძაგლიშვილი - მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის კვალიფიციურობით და თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ

მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის კვალიფიციურობით და თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და როდის დადგება კრიზისული პერიოდი, რომელსაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს, უცნობია.

,,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ კვალიფიური შეფასება ექსპერტ ექიმთა ჯგუფის მხრიდან. ახლა ნებისმიერ დროს შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რისი რესურსიც მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით ის, რაც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილნა კონსილიუმმა გააკეთა „ფეიკია“ და თუ ამ დასკვნას გარკვეული გაგრძელება მოჰყვება, შეიძლება ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ადვოკატის შეფასებით, ყველა ვინც კობახიძისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს არის ,,ნაცი”, შესაბამისად ხელისუფლების არაადეკვატურ განცხადებებზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

„ჩვენ არ ვართ მიჩვეული ადეკვატურ განცხადებებს ირაკლი კობახიძის მხრიდან. ყველა ვინც მისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს არის „ნაცი“, მგონი მარტო მამუკა მდინარაძე არ ჰგონია „ნაციონალი“. შესაბამისად, რა შედეგი მოჰყვება მის განცხადებებს ჩემთვის უცნობია და ვერ გავაკეთებ პროგნოზს იმდენად არაადეკვატურად იქცევა ხელისუფლება”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა