კახა კალაძე - კარგად ვიცით, რა რეალობაში უწევდათ 2012 წლამდე პატიმრებს დროის გატარება, ვინ იყო ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი? სააკაშვილი თავისი გუნდის წევრებით, მეგის ქარდავებით, გვარამიებით

მგონი, ძალიან კარგად ვიცით, თუ რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა რეალობაში უწევდათ დროის გატარება პატიმრებს 2012 წლამდე. როგორი ველური მოპყრობა, წამება, როგორი სადიზმი იყო ამ ადამიანების მიმართ",- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა.

როგორც კალაძე განმარტავს, დღევანდელი კადრები ადასტურებს, თუ რა უბედურება ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე.

"მგონი, ძალიან კარგად ვიცით, თუ რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა რეალობაში უწევდათ დროის გატარება პატიმრებს 2012 წლამდე. როგორი ველური მოპყრობა, წამება, როგორი სადიზმი იყო ამ ადამიანების მიმართ. ეს არაერთხელ გამოიკვეთა და დღევანდელი კადრები კიდევ ერთი დამადასტურებელია, იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ვინ იყო ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი?-სააკაშვილი თავისი გუნდის წევრებით, მეგის ქარდავებით, გვარამიებით და ასე შემდეგ. ეს უბედურება ხდებოდა ქვეყანაში. საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ წარსულს ჩავაბარეთ ეს ყველაფერი, ვერავინ გაბედავს პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს, ადამიანის უფლებები ირღვეოდეს ", - აღნიშნავს კალაძე.

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა") ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს