სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების მიზნით გამოკითხვები დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების მიზნით გამოკითხვები დაიწყო. უწყებაში ელოდებიან ექიმ ზურაბ ფაღავას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ კონსილიუმში მონაწილეობდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების შეკითხვებს ახლა გლდანის ციხის თანამშრომელი პასუხობს.

გამოძიებას უკვე უპასუხა რუსთავის „ზონის“ თანამშრომელმა. მისი განცხადებით, მუშაობს „ზონაზე“ და არა ციხეში. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მათ შორის არც რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანისას.

„შეცდომით ვარ დაბარებული, ვმუშაობ „ზონაზე“. შეცდომით დამიბარეს. რუსთავში ციხე არის სხვაგან, „ზონა“ არის სხვაგან“, - განაცხადა რუსთავის „ზონის“ თანამშრომელმა და აღნიშნა, რომ სწორედ იმის გასარკვევად მივიდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, თუ რატომ დაიბარეს ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს