უმრავლესობამ „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ წინადადება გაიზიარა

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო, არსებითი ხასიათის ცვლილება აისახა.

პროექტის მიხედვით, ერთი პარტიული სიით გასულ საკრებულოს წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეეძლებათ. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული იყო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ყოველ მეხუთე წევრზე.

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყენებული წინადადების საფუძველზე ფორმულა შეიცვალა და ფრაქციაში ყოველ სამ წევრზე შესაძლებელი იქნება მოადგილის არჩევა, მხოლოდ არა უმეტეს 7 მოადგილისა.

ამავე კანონპროექტით, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობების ჩამონათვალს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ემატება. მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს სამი მოადგილე - მათ შორის პირველი მოადგილე ეყოლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა