საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უნგრელმა კოლეგამ ტიბორ ბენკომ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს და უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.

„აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართული მაღალი დონის ვიზიტები ორი ქვეყნის თავდაცვის ინსტიტუტებს შორის კავშირების განმტკიცების ნათელი მაგალითია.

ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა კოლეგას თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ასევე, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის მხრიდან გაწეულ დახმარებასა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები გმირთა მოედანზეც იმყოფებოდნენ, სადაც დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა.

უწყების ხელმძღვანელი ბუდაპეშტში არსებულ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრსაც ესტუმრება, სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურთან, გენერალ რიჩარდ კლარკთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო