“სირცხვილია” 19 ნოემბერს პარლამენტთან საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის პარლალელურად აქციას გამართავს

მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის პარლამენტში გამოსვლის პარლალელურად, საპროტესტო აქციას გამართავს.

აქცია 19 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

„ქართული ოცნება” ასრულებს პუტინის რუსეთის დაკვეთას და ეტაპობრივად ცვლის ქვეყნის საგარეო კურსის მიმართულებას. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ღიად და უტიფრად ესხმიან თავს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. არც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ერიდებიან და ხშირად ადანაშაულებენ მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში. მმართველი ძალის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაჟღერებული მადისკრედიტირებელი რიტორიკა და ანტიდასავლური ნაბიჯები გვაშორებს ჩვენი საზოგადოების ისტორიულ არჩევანს, გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი ქვეყანა და გვაახლოვებს რუსეთთან“ , - ნათქვამია „სირცხვილიას“ ინფორმაციაშია.

ამასთან, ხვალ 15:00 საათზე სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” უერთდება პოლიტიკური პარტიების „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „დროა“-ს მსვლელობას, რომელიც მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან” დაიწყება. მანიფესტაციის მოთხოვნები უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში და ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნები.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“