თეონა აქუბარდია თეა ახვლედიანს - არ ვიცი, რამდენად აკვირდებოდით, მაგრამ დარბაზში თითქმის არავინ გისმენდათ - ისეთი მოხსენება იყო, რომელიც არ ჰგავს ოკუპირებული ქვეყნის სახელმწიფო მინისტრის მოხსენებას

არ ვიცი, რამდენად აკვირდებოდით, მაგრამ დარბაზში თითქმის არავინ გისმენდათ. ისეთი მოხსენება იყო, რომელიც არ ჰგავს ოკუპირებული ქვეყნის სახელმწიფო მინისტრის მოხსენებას იმიტომ, რომ არ დაიწყეთ საუბარი იმ მწვავე ჰუმანიტარული კრიზისით და ოკუპაციით, რომელიც ქვეყანას აქვს, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, „მინისტრის ფორმატის“ საათში მისულ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმესი მდგომარეობაა და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, მისივე შეფასებით, ყველანაირი უფლება წართმეული აქვთ.

„გულწრფელად გიფიქსირებთ ჩემს სიმპათიებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ასეთი გაჭირვების მქონე ქვეყანაში, როცა ერთი მხრივ, ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და წართმეული აქვთ ყველანაირი უფლება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები 46 ათასი ადამიანია, ვფიქრობ, უფრო მეტი აქცენტია აუცილებელი. დიდი ხანია ვცდილობ გავარკვიო ზარდიაანთკარელების ბედის ამბავი. ნამდვილად არ მინდა პოპულიზმში ჩამეთვალოს, მაგრამ თქვენ იცით მათი მდგომარეობა. მე ვიცი, რომ ეს არ არის მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი საკითხი. პრემიერ-მინისტრი, როდესაც ივლისში გორში იმყოფებოდა, იყო დაპირება, რომ ზარდიაანთკარელების სახლებს მოევლებოდა და არ იქნებოდა ის პრობლემა, რომ აწვიმდეთ და ბინებში ქარი შესდიოდეთ. გორის მერიიდან გამოვითხოვე ინფორმაცია და მეუბნებიან, რომ ჯერ ფინანსები უნდა მოიძიონ და დაითვალონ ზარალი. საუბარია ჯერჯერობით 4 მოსახლეზე, რომელთაც სასწრაფოდ სჭირდებათ სახლების გადახურვა. სულ 28 სახლზეა საუბარი და რა გახდა, ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ? 9 წლის მანძილზე ვერ შევძელით, რომ ფული გვეშოვა და სახლები გადაგვეხურა ამ ხალხისთვის? ამასთან მაინტერესებს, ინტერნეტის პრობლემაზე საოკუპაციო ხაზთან. პანდემიის პირობებში რა გააკეთეთ? როდესაც საუბრობთ დონორებთან ფონდზე, ამ კუთხით რა პროგრესია, რადგან სახალხო დიპლომატიას ნდობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს