ბსუ-სა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევით ინსტიტუტის დირექტორმა ირინე დახუნდარიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა გაცვლას. მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, სემინარები და აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო