სერგო ჩიხლაძე - ვნახეთ განცხადებები სახალხო დამცველის მიმართ, მათ შორის მუქარანარევი - გამოდის, კობახიძეა ყველაფრის მეტრი ამ ქვეყანაში

აღარ დარჩა ინსტიტუცია საქართველოში, რომელზეც იერიში არ მიეტანათ, ვნახეთ განცხადებები სახალხო დამცველის მიმართ, მუქარანარევი განცხადებებიც იყო, რომ პასუხს აგებენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს.

როგორც ჩიხლაძე განმარტავს, არ დარჩა ინსტიტუცია, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ იერიში არ მიიტანა.

„გუშინდელი დასკვნა არის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტების, რომელთა მიმართაც სამედიცინო წრეებში სანდოობაა. ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ პატივს არ სცემს არც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალს, არც მოქალაქეებს, ეს არის დაუშვებელი, ამაზრზენი შეტევა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე.

დღეს ვუსმენდით კობახიძის და სხვების განცხადებებს. მათ ექიმებზე მიიტანეს იერიში. აღარ დარჩა ინსტიტუცია საქართველოში, რომელზეც იერიში არ მიეტანათ. ვნახეთ განცხადებები სახალხო დამცველის მიმართ. მუქარანარევი განცხადებებიც იყო, რომ პასუხს აგებენ. ვნახეთ ექიმების მიმართ გაკეთებული განცხადებები. ეს არის უპასუხისმგებლობა, არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. არამარტო ექიმებს მიაყენეს შეურცხყობა, არამედ ეს არის გზავნილი, რომ თუ ამოიღებთ ხმას, პრინციპულები იქნებით და არ უღალატებთ ღირებულებებს, ყველას ასე მოგიხსენიებთ“, -აღნიშნავს ჩიხლაძე.

როგორც ჩიხლაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს, რომ ის პოლიპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანონ. ხელისუფლების პოზიცია, რომლის თანახმადაც უარს ამბობენ კლინიკაში გადაყვანაზე მის მიმართ პოლიტიკური შურისძიებაზე მიუთითებს.

„სახელმწიფომ თვითონ ხომ გააკეთა იუსტიციის სამინისტროსთან არსებული კონსილიუმი? იგივე თქვა ამ კონსილიუმმა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს სერვისები პოლიპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. ძალიან ბევრ ექიმს ვიცნობ და სადმე გსმენიათ, რომელიმე ექიმს, რომ საწინააღმდეგო ეთქვას? თუნდაც, „ქართული ოცნების“ მომხრე იყოს.

„ქართულმა ოცნებამ“ რა სიმახინჯე დაამკვიდრა?! იმან რაღაც თქვა, ის ანგაჟირებულია. გამოდის რომ ბატონი კობახიძეა ყველაფრის მეტრი ამ ქვეყანაში?! მედიცინაშიც ერკვევა, იურისპრუდენციაში და ყველაფერში? ეს ხომ არასერიოზულია?! სამედიცინო წრეებში შეთანხმებული აზრი არსებობს, საერთოდ რაზე გვაქვს კამათი? რაზე გვაქვს პროტესტი?! ეს არის ჩემთვის შოკისმომგვრელი.

მარტივ რაღაცაზეა საუბარი. ადამიანის ჯანმრთელობა მოითხოვს გადაყვანას, ეს ფაქტებით არის გამყარებული. ეს არის პოლიტიკური შურისძიება, პირადი ანგარიშსწორება. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ნუ დავიწყებთ მაღალი მატერიების ძებნას“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა გააკეთა,"ფეიკია".

„წარმოვიდგინოთ, რომ ამ „ფეიკდასკვნას" გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია - ამ შემთხვევაში, ეს მორიგი "ფეიკი" ისეთი რამ ხდება, რასაც შეიძლება მათ შორის ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა