ადვოკატი - ძალიან მძიმე სურათი იყო და მადლობა ღმერთს, თუ მდგომარეობა დასტაბილურდა - გვინდა ვიცოდეთ, უფრო მკაფიოდ და ნათლად რა მოხდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციური სამსახურისგან მიიღო და შემდეგ მას შეატყობინა.

ბასილაია პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

,,კომუნიკაცია გვაქვს სახალხო დამცველის აპარატთან, რომელმაც გვითხრა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მეტი დეტალი არ ვიცი, უბრალოდ რადგან 1 საათის წინ უმძიმესი მდგომარეობა ვნახეთ და მთელი ქვეყანა დაზაფრულია ეს ინფორმაცია რომ არ ვთქვათ ამის მორალური უფლება არ გვაქვს. მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს ოფიციალურად თქვან როგორ არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან მძიმე სურათი იყო და მადლობა ღმერთს თუ მდგომარეობა დასტაბილურდა. გვინდა ვიცოდეთ უფრო მკაფიოდ და ნათლად რა მოხდა", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს