რეანიმატოლოგი - იყო სინკოპეს ეპიზოდი, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია

რეანიმატოლოგის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია.

როგორც რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა ე.წ. გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, მას დღეს პაციენტი კონსულტაციისთვის უნდა ენახა და აღნიშნული შემთხვევა მოხდა.

როგორც რეანიმატოლოგი აცხადებს, იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში.

მისი თქმით, ოქსიგენაციის, სუნთქვისა და სხვა პარამეტრები ნორმაშია.

„ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა გულიკო ქილიფთარმა.

რეანიმატოლოგის თქმით, პაციენტი საჭიროებს გამოკვლევებს.

"მე დღეს აქ შემთხვევით მოვხვდი. მე დღეს ვარ კონსულტაციისთვის მოსული პაციენტთან. მორიგეობს ყოველდღე რეანიმაციული ბრიგადა. ახლახანს მოხდა ეს, პაციენტი მოითხოვს კიდევ გამოკვლევებს, უამრავი კვლევებია გაგზავნილი. მეც პირადად აქედან არ წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება", - განაცხადა ექიმმა.

როგორც რეანიმატოლოგმა აღნიშნა, სააკაშვილი რეანიმაციაშია, თუმცა კონტაქტურია.

"რეანიმაციაში წევს ახლა, იქ მუშაობს მორიგე ბრიგადა, არის მორიგე ექიმიც, მეც ვიყავი, აბსოლუტურად კონტაქტურია, ჰემოდინამიკა ადეკვატურია, პასუხობს ყველა კითხვაზე", - განაცხადა ქილიფთარმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა