ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის გონების წასვლის შემდეგ, მის გადასარჩენად ექიმებმა „ძალიან იყოჩაღეს“.

„სააკაშვილი ახლა კარგად არის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას. ასევე უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა. განსაკუთებით, უნდა აღვნიშნო დემურიშვილი. პირდაპირი მნიშვნელობით ამ ადამიანებსაც რატომ ზაფრავენ, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენთან შესახვედრად რომ შემოვიდა, მივხვდით რომ არ იყო კარგად და წამოსვლას ვაპირებდით, ზედმეტად ენერგია რომ არ დაეხარჯა ჩვენზე. დღეს ცუდად იყო დილიდანაც და ამდენი ჩასვლა -ამოსვლა, ლაპარაკი... რამდენიმეჯერ თავი მაგიდისკენ მიჰქონდა, უჭირდა თავის დაჭერა საუბრისას. რომ გამოვდიოდით ჩვენ, გაყავდა ბადრაგს და მოწყვეტით წაიქცა. მოვიდნენ ექიმები, მე კი მომეჩვენა საუკუნედ, მაგრამ მოკლე ხანში ჩამოვიდნენ, აიყვანეს და მეც ამიყვანეს. გაუგებარი ფერი ჰქონდა. როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია და კონტაქტურიცაა. რომ წაიქცა კონტაქტური არ იყო. ამჟამად ის რეანიმაციაში იმყოფება, ექიმები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. ამ ექიმების ბედიც რატომ ჩააგდეს ამ დღეში აღარ მესმის. მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი რომ გამოიყვანეს მდგომარეობიდან. მთავარი ჩემი ინტერესია, რომ ეს კაცი აქედან გავიდეს და ეს ყველაფერი შეწყდეს. ადამიანურადაც აუტანელია ამის ყურება. ან თავი დაერტყა დავარდნისას მძიმედ ან ინსულტი დამართვნოდა რას იზამდით? გამოსავალი არის ერთადერთი რომ აქ არ იყოს მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ შეწყვიტოს შიმშილობა. მოგონილი, აბსურდული, რომ ვიღაც მოიტაცებს და ა.შ. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა“,- განაცხადა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო