"ნაციონალური მოძრაობა" დღეს რესპუბლიკის მოედანზე  აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

დღეს საპროტესტო მსვლელობები სხვა ლოკაციელბზე უნდა გამართულიყო, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა, მსვლელობები გააუქმა და საპროტესტო აქციის ლოკაციად რესპუბლიკის მოედანი დაასახელა.

„ჩვენ 19 ნოემბერს, დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია - მსვლელობას ვაუქმებთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვლმა გონება დაკარგა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანიმატოლოგის ჩარევის შედეგად დასტაბილურდა. ამჟამად ის რეანიმაციაში იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა