კარლ ჰარცელი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება და ვითარების მოგვარება ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია - ეს ობიექტური და ჯანსაღი სამედიცინო რჩევის საფუძველზე უნდა მოხდეს

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება და ვითარების სათანადოდ მოგვარება ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე დასმულ კითხვაზე განაცხადა.

,,მინდა დავუბრუნდე იმას, რაც ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია. ეს არის ჩვენი შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და საჭიროება იმისა, რომ სიტუაციას სათანადოდ მიუდგნენ. ეს ყველაფერი ობიექტური და ჯანსაღი სამედიცინო რჩევის საფუძველზე უნდა მოხდეს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

კარლ ჰარცელმა გაიხსენა მისი სიტყვები პრემიერ-მინისტრის მიერ სამედიცინო კონსილიუმის შექმნის შესახებ და აღნიშნა, რომ მხარს უჭერდა ამ ყველაფერს, როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ერთი და იმავე შეფასების გარშემო ყველას გასაერთიანებლად.

,,შეგახსენებთ იმას, რაც ვთქვი წარსულში პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო კონსილიუმის შესახებ, რომელიც სარგებლობდა ორივე მხარის ნდობით. ამას ძალიან ვუჭერდი მხარს, რადგან განვიხილავდი მას, როგორც მნიშვნელოვან მექანიზმად, ერთი და იმავე შეფასების გარშემო ყველას გასაერთიანებლად, რათა რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებისთვის ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული“, -აღნიშნა დიპლომატმა.

მან ასევე გააკეთა კომენტარი სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმას, რომ მხარს უჭერს ოფისის მიერ მანდატის განხორციელებას კონსტიტუციის შესაბამისად სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კითხვაზე უნდა იყოს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკაში გადაყვანილი დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დასკვნას ის ვერ გააკეთებს.

,,სამედიცინო დასკვნა არ არის ჩემი გასაკეთებელი. ის, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არის ჯანსაღი სამედიცინო რჩევის არსებობა, რომელიც ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესაბამისად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საფუძველი იქნება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აღნიშნავს ის ასევე თვალ-ყურს ადევნებს სხვა მოშიმშილეებისა, მათ შორის ელენე ხოშტარიას შიმშილობის პროცესსა და მდგომარეობას. კარლ ჰარცელი მათ ჯანმრთელობას უსურვებს და იმედოვნებს, რომ მდგომარეობა არ გამწვავდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა