რეანიმატოლოგი - მიხეილ სააკაშვილს არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ვენტილაციური პარამეტრები გამოსწორებული აქვს - ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, სჭირდება მონიტორინგი

ექიმი - რეანიმატოლოგის გულიკო ქილიფთარის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები არის გამოსწორებული, პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, კონტაქტურია და ცნობიერება აქვს ადეკვატური.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილს არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ვენტილაციური პარამეტრები გამოსწორებული და მოწესრიგებული აქვს.

აქ ყოველდღე მორიგეობს რეანიმატოლოგი და რეანიმაციული ბრიგადა, დღეს მე მხოლოდ მომიწვიეს საკონსულტაციოდ. მას მე პირადად 2007 წლიდან ვიცნობ. მომიწვიეს და დღეს მოხდა დამთხვევა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან არის რეანიმატოლოგი ყოველდღე.

ის ახლა ეკრანზე უყურებს რა ხდება აქ და საუბრობს. ჩვენ მას ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ, მას სჭირდება მონიტორინგი ყველაფრის, სასიცოცხლო ფუნქციებს ვგულისხმობ.

კონკრეტული მიზეზი მდგომარეობის დამძიმების შორს წაგვიყვანს, მაგრამ შიმშილი პრობლემები ეს იწვევს უამრავ ცვლილებას ორგანიზმში და ახდენს გამოვლინებას. დღეს მოხდა ეს. იყო ცნობიერების კარგვა, ჰიპერტენზია, ტახიკარდია“, - განაცხადა გულიკო ქილიფთარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა