გიორგი გრიგოლია - ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ N18 დაწესებულებაში მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა

ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ექიმის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

„საბოლოოდ ჩამოყალიბება უნდოდა ჯანდაცვის სამინისტროს, რამდენად შესაძლებელია სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება. გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა - გადმოყვანის შესახებ რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს. კარგი ის იყო, რომ ორივე ჯგუფმა შეძლო, არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს, ალბათ, სააკაშვილის გადაყვანა.

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის. ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა პოლიტიკური მოღვაწე და დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა“, - განაცხადა ექსპერტთა ჯგუფის წევრმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამ წუთებში ჯანდაცვის უწყებაში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია იმყოფება. ალასანიას თქმით, მას სამინისტროდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა