გიორგი ვაშაძე - დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში - განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი

განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი - ასე ეხმაურება „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, N18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის ფაქტს.

მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველგვარ პოლიტიკის საზღვრებს სცდება.

"მივმართავ "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!

ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველგვარ პოლიტიკის საზღვრებს სცდება.

განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი.

თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ქმედებებით ან უმოქმედობით არ დავაყენოთ არცერთი ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ!", - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და სჭირდება მონიტორინგი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა