თავდაცვის მინისტრმა „უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც „მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენციას“ ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან, ტიბორ ბენკოსთან ერთად გახსნა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული მედეგობის ჩამოყალიბება ნატოს სტანდარტის თავდაცვის შესაძლებლობებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან მტკიცე საერთაშორისო კავშირებთან ერთად, საჭიროებს კოორდინირებულ უწყებათაშორის თანამშრომლობას, საზოგადოების ერთიანობას და ამ კუთხით ტოტალური თავდაცვის მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე განცხადებით, საქართველოს მედეგობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტოტალური თავდაცვის სამი ძირითადი პრინციპი - სამხედრო ძალისხმევა, სამოქალაქო ძალისხმევა და საერთაშორისო ძალისხმევა.

„თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამ კუთხით, მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც არა მხოლოდ გააუმჯობესებს საქართველოს თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობებს, არამედ ხელს შეუწყობს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას. „მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ უნგრეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ინსპექტორატისა და ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ორგანიზებით იმართება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს