მარიამ ქვრივიშვილი სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და „მწვანე პასპორტის" ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დღეს სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა „მწვანე პასპორტი" იყო, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და რომლის გარეშეც კვების ობიექტებზე მოქალაქეები აღარ დაიშვებიან.

ამასთან, საუბრისას აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარების და მისი გაუმჯობესების მიზნით ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედების მნიშვნელობაზე. დისკუსიის მიმდინარეობისას სექტორის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით მარიამ ქვრივიშვილს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს, მინისტრის მოადგილემ მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

„დღეს შევხვდით რესტორნების წარმომადგენლებს, გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, საინტერესო დისკუსია. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის უკუკავშირი და რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე ჩვენ წარვუდგენთ საკოორდინაციო საბჭოს იმ პოზიციას, რაც ბიზნესისგან მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, იმედს ვიქონიებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული ეპიდმდგომარეობის დასტაბილურებისთვის და ამავდროულად, იქნება ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობები", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის შემდეგ.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები უახლოეს დღეებში კვლავ გაგრძელდება.

შეხვედრას საქართველოს რესტორატორთა ასოციაციისა და 35-მდე კვების ობიექტის ხელმძღვანელი დაესწრო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და შრომის ინსპექციის წარმომადგენელი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია