თეა ახვლედიანი - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ირაკლი ბებუა უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს თავის ოჯახს,  გვაქვს რწმენა, რომ ეს საკითხი უმოკლეს დროში გადაწყდება

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ირაკლი ბებუა უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ეს საკითხი უმოკლეს დროში გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში , - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკანონო დაკავებები არის ოკუპაციის თანმდევი ძალიან მავნე და პროვოკაციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი მათ შორის მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის კვალდაკვალ.

„იცით, რომ ე.წ. ბორდერიზაცია არ შეწყვეტილა გლობალური პანდემიის პირობებშიც კი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების თემა არის ის ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი და პრიორიტეტი, რა რეჟიმშიც ჩვენ განვიხილავთ ოკუპაციის თანმდევი უკანონო პროცესების შედეგად შექმნილ რეალობას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა ორმხრივი თუ მრავალმხრივი მექანიზმის ფარგლებში. ამავდროულად, ვიყენებთ ჩვენ ხელთარსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს იმისთვის, რომ მოხდეს თითოეული უკანონოდ დაკავებული მოქალაქის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება. რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ბებუას საკითხს, თქვენთვის სავარაუდოდ ცნობილია, რომ მისი დაკავების პირველივე წუთებიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, ამოქმედდა ცხელი ხაზი, ინფორმირებულები იყვნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, ევროკავშირის მონიტორინგის მისია და ეს საკითხი პრიორიტეტულ რეჟიმში დგას თითოეულ შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან ორმხრივი შეხვედრებისას თუ საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გვაქვს ასევე კომუნიკაცია ოჯახთან ამ თემებზე, რეგულარულად ვაწარმოებთ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ცხელი ხაზის მეშვეობით. უახლესი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და დამერწმუნეთ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ირაკლი ბებუა უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ჩვენ გვაქვს რწმენა, იმ ქმედებების განხორციელების საფუძველზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რომ ეს საკითხი უმოკლეს დროში გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში და არ მოხდება მისი პოლიტიზება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს