პაატა ბურჭულაძე - ჩავთვალოთ, რომ მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და გვაქვს შანსი, რომ უკან მოვაბრუნოთ

ჩავთვალოთ, რომ მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და გვაქვს შანსი, რომ უკან მოვაბრუნოთ, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გონების დაკარგვის ფაქტს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უკვე სამი დღეა შიმშილობს.

როგორც პაატა ბურჭულაძე აღნიშნავს, „მიშას გადარჩენით გადარჩება საქართველო“ და პირადად ის სწორედ საქართველოს გადასარჩენად შიმშილობს.

მიშამ დღეს მთელი საქართველო შეაშინა. ხელისუფლებისადმი მაქვს მოთხოვნა, რომ სასწრაფოდ გადაიყვანონ ის მულტიფუნქციურ კლინიკაში, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე - მასზე გადის, დღეს საქართველო გადარჩება თუ არა. გადავარჩენთ მიშას, გადავარჩენთ საქართველოს - არ გადავარჩენთ მიშას და საქართველო დაიღუპება, წავა ძალიან ცუდი გზით. არც მინდა წარმოვიდგინო, მისი დაღუპვის შემთხვევაში, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში.

დღეს იღუპება საქართველო. შიმშილობა გამოცხადებულია მიშაზე კი არა, საქართველოზე. ამიტომაც ვუერთდები ყველას, ვინც მოშიმშილეა.

მიხეილ სააკაშვილით ჩვენ ვკარგავთ იმ 9 წელიწადს, რომელშიც მთავრობამ კი მიგვაჩვია, რომ იყო სისხლიანი, მაგრამ სისხლის გარდა იყო ბევრი დადებითი რამ, იმ 9 წელში ქვეყანა დადგა ფეხზე. კი ბატონო, იყო შეცდომები და არიან ადამიანები, ვისაც პირადად შეეხო და მათ მართლა შეიძლება ვერ აპატიონ მიშას, მაგრამ დანარჩენ ადამიანებს რა გვჭირს? - ყველაფერი დავივიწყეთ და ახლა ველოდებით რას? - რომ შური ვიძიოთ იმ ადამიანზე, ვინც ყველაფერი კარგი მოგვცა? ამათმა ხომ ბოლო 9 წელიწადში ჩამოანგრიეს ყველაფერი და მივიღეთ ისევ ნეპოტიზმი, ისევ კორუფცია, ისევ შიმშილი, ხალხის გასვლა საქართველოდან. ეს არაფერია? - ეს ისაა, რაც ყოველდღე იმატებს და იმატებს.

ნაბიჯი ორივე მხრიდან უნდა იყოს გადადგმული, მაგრამ მე ვერ ვხედავ მთავრობაში საღად მოაზროვნე ვერცერთ ადამიანს, რომელიც რამე ნაბიჯზე შეიძლება იყოს თანახმა. ეს წარმოუდგენელია, იქ არიან რობოტები.

ახლა ვიბრძვით იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოკვდეს და ამათი ხელიდან პრინციპში, უკვე მკვდარია მიშა, რადგან 50 დღე არ გაუძლია რამდენ ადამიანს. ჩავთვალოთ, რომ მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და კიდევ გვაქვს შანსი, რომ რაღაცნაირად უკან მოვაბრუნოთ. მე რამდენიმე ღვაწლმოსილ ექიმთან მქონდა საუბარი და მათ თქვეს, რომ სააკაშვილი ახლა რომ მოვიდეს, ჩვენ მოვაბრუნებთ, მაგრამ ბევრი ავადმყოფობა დარჩება, რომელიც განუკურნებელია. უკვე ასეთ მდგომარეობაშია. იმის მერე, რომ დღეს წაიქცა და გონება დაკარგა, კიდევ იძახიან, რომ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მოხდა. რაღა გამოკვლევა უნდა? - ერთმა კონსილიუმმა თქვა, მეორემ თქვა - ერთი და იგივეს იძახიან ექიმები - გამოუვალი მდგომარეობაა. ესენი ხელს აწერენ მის სიკვდილს და ბოლოს იცით რა მოხდება? - დააბრალებენ ექიმებს, რომლებიც არიან ციხეში, იმათმა ვერ მიხედესო.

მიშას გარდა ელენეც გვყავს საფიქრალი, რომ როგორმე გადავარჩინოთ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

საოპერო მომღერალმა კიდევ ერთხელ განმარტა მის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზებიც და აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნება და პროტესტის ამ ფორმისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს უყურა.

„საქართველო დაპატარავდა ყველას თვალში, ვინც ეს კადრები ნახა - როგორ ათრიეს პრეზიდენტი. ჩემზე ამან იმოქმედა. მივხვდი, რომ ესენი ყველაფერზე წამსვლელი არიან და მივხვდი, რომ ესენი მიიყვანენ მიშას სიკვდილამდე და ჩემი იქ ყოფნა იქნებოდა მონაწილეობა მიშას გარდაცვალებაში, ამიტომაც მე არ მინდა ამის მონაწილე ვიყო“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა