ანზორ ბიწაძე - ნათელია, „ოცნება“ დროს წელავს იმისთვის, რომ ტრაგიკული შედეგი დადგეს

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი არ იქნება შესაბამის კლინიკაში, მაშინ ეს „ოლიგარქის სანქცირებული მკვლელობის აღიარება“ იქნება.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე შეგნებულად მიჰყავს, რათა ტრაგიკული შედეგი დადგეს.

„სააკაშვილი შეგნებულად არის მიყვანილი ამ მდგომარეობამდე. არაერთხელ განვაცხადე, რომ ასე ექცევიან სასიკვდილოდ განწირულ ტყვეებს. ივანიშვილის მიდგომა მისდამი იყო შემდეგი: ვაცალოთ ჯერ ამ პირობებში ყოფნა, იქნებ გაგვიმართლოს და მოკვდეს. დღეს, როდესაც ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ნურავის ეგონება „ქართულ ოცნებაში“, რომ პასუხისმგებლობას აიცილებენ. ამის შემზადების მცდელობა იყო სწორედ სხვადასხვა ამაზრზენი განცხადებები - "ჭამოს ვინ უშლის", "თვითმკვლელობის უფლება ყველას აქვს“ და ასე შემდეგ. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი სასწრაფოდ არ იქნება გადაყვანილი შესაბამის კლინიკაში, ეს იქნება ოლიგარქის სანქცირებული მკვლელობის აღიარება“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს