N18 დაწესებულების გარე პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან განლაგებული

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა.

ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომელი გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავები ე.წ. გლდანის ციხესთან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან.

„ხალხის შეკრება იყო და შესაბამისად, ჩვენც ვართ, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი. უბრალოდ ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა არაფერი“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა მიხეილ სააკშვილის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანა, გოგა მემანიშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს,

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ გლდანის ციხის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა. უცნობია, რა მიზნით მოხდა ციხის ტერიტორიაზე მისი შეყვანა და უკავშირდება თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და სჭირდება მონიტორინგი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე N18 დაწესებულებაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, დაწესებულებაში ასევე იმყოფებიან პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო