მიხეილ სააკაშვილის ძმა - იმედია, მთავრობა გონს მოეგება, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღეს მიშას კერძო კლინიკაში ვიხილავთ

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი მივიდა.

მისი თქმით, დღესვე აუცილებლად უნდა გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არის შიმშილობის 49-ე დღე, ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმეა, ვინაიდან, სპონტანურად გავიგე, ჩემმა მეგობარმა დამირეკა შეუძლოდ გახდაო, გამოვვარდი აქ, მაინტერესებდა რა ხდება.

ჩემი აზრით, დღეს აუცილებლად უნდა გადაწყდეს მიშას მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა. ეს არის უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, საათები კი არ წუთები წყვეტს უკვე, ჩემი აზრით. იმედია, გონს მოეგება მთავრობა და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღეს ვიხილავთ მიშას კერძო კლინიკაში“, - განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო