"ემპათიას" დირექტორი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია - კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე, სასწრაფო წესით გადაიყვანონ სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის, დღესვე იყოს სასწრაფო წესით გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ტიპის, შესაბამის დაწესებულებაში , - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ვერ მოხერხდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა.

როგორც მან აღნიშნა, მათი მხრიდან დეტალურად ვერ მოხდა სხვა ორგანოთა ფუნქციის შემოწმება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას. ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა არ ხორციელდება. მისი მკურნალი ექიმი იმ უნარებს არ ფლობს, რომ მართული იყოს პაციენტის მდგომარეობა, რომელიც არის კრიტიკულად მძიმე.

გარდა ამისა, იმის რეგულირებას, ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, სამედიცინო შემოწმებას ვგულისხმობ, აკეთებენ არა სამედიცინო პერსონალი, არამედ გარკვეული ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე.

ჩვენ ექიმ ენდოკრინოლოგს არ მიეცა საშუალება პაციენტი შეემოწმებინა, ასევე ჩვენ ექიმ ექსპერტ-ფსიქიატრს არ მიეცა საშუალება შეემოწმებინა. მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ.

ჩემი მონაცემებით, გონების დაკარგვის ეპიზოდი გამოწვეულია როგორც მწვავე ნიშნებით, ასევე ცერებრო-ორგანული დისფუნქციით. ამჟამადაც არის გამოხატული ცერებრო-ორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის სტაციონირებას ადეკვატურ კლინიკაში. არ ჰყავდა ნევროლოგს ნანახი და მოწვეული იქნა სახალხო დამცველის აპარატიდან ექსპერტი-ნევროლოგი.

რაც შეეხება სხვა ორგანოთა ფუნქციის შესრულებას, ჩვენ არ მოგვეცა დეტალებში შესწავლის საშუალება. რა თქმა უნდა გამოთხოვილია სამედიცინო ბარათი.

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე იყოს სასწრაფო წესით გადაყვანილი ეს პაციენტი სამოქალაქო ტიპის, შესაბამის დაწესებულებაში. იქნება ეს ინტენსიური თერაპიის განყოფილება თუ რეანიმაცია, გადასაწყვეტია. სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს გუნდური მუშაობის გამოცდილების მქონე შტატი, სადაც იქნება პასუხისმგებელი მკურნალი ექიმი, რომელსაც ექნება შესაბამისი ცოდნა და არა მორიგე ექიმები, რომლებიც პრაქტიკულად ინფორმაციას არ ფლობს“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს