თენგიზ წულაძე სააკაშვილზე - ახლა სიტუაცია სტაბილურია, მონიტორინგიც მიდის, მაგრამ ისეთი გართულებებიც შეიძლება იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა

ახლა სიტუაცია სტაბილურია, მიხეილ სააკაშვილი მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ ისეთი გართულებებიც შეიძლება იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, თენგიზ წულაძემ გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, წულაძის თქმით, ყველა ექიმი ერთ აზრზეა, რომ პაციენტი გადაიყვანონ და შესაძლოა აღნიშნული გადაწყვეტილებაც მიიღონ. მისივე თქმით, როგორც ჩანს, სააკაშვილის გადაყვანის თაობაზე მსჯელობენ.

როგორც თენგიზ წულაძემ აღნიშნა, ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს და მნიშვნელოვანია მისი გადაყვანა მულტიპროფილურ კლინიკაში.

„ყველა ექიმის რეკომენდაცია, ვისაც დღეს შევხვდით, ერთი და იგივეა - პაციენტი გადაყვანილ იქნას მულტიპროფილურ კლინიკაში. შეიძლება გადაიყვანონ, ისინი ამაზე მსჯელობენ, როგორც ჩანს. ჩვენი მოსვლაც და შეხვედრაც სამინისტროში ამის მიზეზი და გამოძახილია. ამ დაწესებულებას არ აქვს რესურსი, რომ მართოს ისეთი გართულებები, რომელიც მოსალოდნელია - ეს მათაც იციან და ამ გართულებებზე აქვთ ნათქვამი, რომ ისედაც უნდა გადაიყვანონ, თუ ეს გართულებები მოხდა, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აქამდე საქმე არ მივიდეს და მანამდე გადაიყვანონ. რომ გადაეყვანათ გუშინ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შესაძლოა ეს გართულება დღეს არ გვქონოდა. ახლა სიტუაცია სტაბილურია, მონიტორინგიც მიდის, ამ წუთში მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ ისეთი გართულებებიც შეიძლება იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ის ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა“, - განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო