დავით სერგეენკო სააკაშვილზე - სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია - თუკი კვლევები, რასაც კონსულტანტები დანიშნავენ, შესაძლებელი იქნება ადგილზე, ჩატარდება ადგილზე, თუკი საჭიროება გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა

მინდა დაგარწმუნოთ, რომ პაციენტი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც კი იქნება აუცილებელი მისთვის. კონკრეტულად რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება, თუ გახდება საჭირო მისი გადაყვანა, ეს გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ , - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა დავით სერგეენკომ მე-18 დაწესებულების დატოვების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღესვე დაიგეგმა და სრულდება რამდენიმე საყურადღებო კონსულტაცია და ექიმი სპეციალისტები გაწერენ ხვალინდელ სამუშაო გეგმას.

„დღეს საღამოს ჩემს კოლეგებთან ერთად გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ვიყავი, სადაც პაციენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას გადის. მინდა, ვთქვა, რომ ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იყო გარკვეული პრობლემები, რომლის სტაბილიზაციაც მალევე მოხერხდა.

რაც შეეხება გეგმებს, რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია. როდესაც ექიმი სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების, ხვალინდელ სამუშაო გეგმას, რა კვლევები და ზოგადად, რა სერვისებია საჭირო ამ ახალი გამოვლენილი პრობლემის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის, მინდა დაგარწმუნოთ, რომ პაციენტი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც კი იქნება აუცილებელი მისთვის. კონკრეტულად რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება, თუ გახდება საჭირო მისი გადაყვანა, ეს გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, გადაწყვეტილების საფუძველი იქნება სამედიცინო ჩვენებები.

„აქამდე კონსილიუმები ძირითადად მიძღვნილი იყო სამედიცინო დაწესებულების აუდიტისადმი, რამდენად შეეძლო ამ სამედიცინო დაწესებულებას პოტენციურად ასეთი პაციენტის მართვა. დღევანდელი კონსულტაციებიდანაც, საიდანაც ერთ-ერთი, ნევროლოგიური დასრულდა, მიძღვნილი არის კონკრეტულად იმ მდგომარეობისათვის, რაც ამ საღამოს საათების განმავლობაში განვითარდა, ამისთვის, რა კვლევები და კონსულტაციები არის საჭირო. ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა უახლოესი საათების განმავლობაში. თუკი კვლევები, რასაც კონსულტანტები დანიშნავენ, შესაძლებელი იქნება ადგილზე ჩატარდეს, ჩატარდება ადგილზე, თუკი საჭიროება გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა. ერთადერთი გადაწყვეტილების საფუძველი არის სამედიცინო ჩვენებები“, - განაცხადა სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა