დიმიტრი ხუნდაძე - თუ სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროება დადგა, არც ამაზე ვიტყვით უარს - ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კატასტროფული, თუმცა, საყურადღებოა და ეს ყურადღება გრძელდება. ლაბორატორიული მონაცემებით მდგომარეობა დღეს არის დასტაბილურებული, თუმცა, საჭიროებს დამატებით სპეციალისტების კონსულტაციებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი კონსულტაციები გაკეთდება , - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი საჭირო გახდება ყოფილი პრეზიდენტის სხვა კლინიკაში გადაყვანა, ამაზეც არ იტყვიან უარს.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, შესაძლოა კონკრეტული ჯგუფების ინტერესებშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდეს.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა საჭირო კვლევა, ეს იქნება ინსტრუმენტული, ლაბორატორიული თუ სხვა, რა თქმა უნდა, არაფერზე არ უნდა ითქვას უარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საზიანოდ. შეფასდება კონკრეტული საკითხები, რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე, რისი გაკეთება შეიძლება იმის ხარჯზე, რომ დაემატოს რესურსი, მაგრამ თუ საჭიროება დადგა, მისი გადაყვანის სხვა კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც ამაზე ვიტყვით უარს, მაგრამ აქვე, უნდა დაგვეხმარონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებიც, რომელთა ნაწილი თავისი შეძახილებით ახალისებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ შეწყვიტოს შიმშილობა - შესაძლოა და მრჩება ეჭვი, რომ ზოგიერთის ინტერესში შედის ვითარების კიდევ უფრო მეტად დამძიმება, ამიტომ, ყველამ უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთ მნიშვნელოვან დაზღვევაზე გადის - მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი მსჯავრდებულის, ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული. ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული“, - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, პირადად მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ, რადგან არ სურდათ ამით მისი მდგომარეობის დამძიმება.

„პირადად მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს. მიზეზსაც გეტყვით - ჩვენი შესვლა შეიძლება ზედმეტი დაძაბულობის მიზეზი გამხდარიყო. ჩვენ პაციენტის ინტერესების გამო შევედით და მოვერიდეთ ამ დაძაბულობას. სრული სურათის წარმოსადგენად საკმარისი იყო ლაბორატორიული მონაცემების გაცნობა, ექიმებთან გასაუბრება, მათ შორის მის პირად ექიმთანაც“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა