შვედეთის მთავრობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს  რვა ახალ  სადგურს გადასცემს

ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში გაიმართა.

როგორც ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, უცხოელმა ექსპერტებმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომავალი წლიდან შვედეთის მთავრობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცემს რვა ახალ სადგურს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჰაერის ხარისხზე დაკვირვების მონიტორინგის სისტემა და დავსახოთ სწორი ღონისძიებები ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იმ ქალაქებში, სადაც ეს საკითხი გამოწვევად რჩება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო წრეების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

პროექტი „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა