ვახტანგ კალოიანი - ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება, შიმშილობის მე-17 დღეს მედიკამენტოზურ მკურნალობასა და გადასხმებზე უარის თქმა, ძალიან სახიფათოა

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი ექიმის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ხოშტარიას გადაწყვეტილება შიმშილობის მე-17 დღეს მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ სახიფათოა.

ამის შესახებ კალოიანმა ხოშტარიას განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

„შიმშილობის მე - 17 დღეს ეს გადაწყვეტილება [მედიკამენტოზურ მკურნალობასა და გადასხმებზე უარის თქმა] ძალიან სახიფათოა. საუბარია „თიამინზე“ და იმ მინიმალურ სითხეებზე, რომელსაც ის იღებდა კეტოზის ოდნავ შესამცირებლად“, - აცხადებს კალოიანი.

ცნობისთვის, „დროას“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, არაფერს გადაისხამს და მიიღებს. როგორც ხოშტარია ამბობს, უმოქმედოდ ვერ იჯდება იმ დროს, როცა სააკაშვილი „კრიტიკულ რამდენიმე საათში ბოლომდე გამოკვლეულიც კი არ არის“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს