ახალციხის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს და სოფლის რწმუნებულებს გააცნეს

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში ფერმერებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ფერმერთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ამჯერად, ახალციხის მუნიციპალიტეტის ფერმერებს შეხვდა. შეხვედრა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზებით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მოეწყო.

„ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროგრამის შესახებ და ის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებითაც ბენეფიციარები ისარგებლებენ.

ახალი პროგრამა იყო განხილვის თემა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრაზეც, სადაც ასევე ისაუბრეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების აუქციონის გზით იჯარით გაცემის დეტალებსა და პროცედურებზე, განიხილეს ადგილობრივი ხელისუფლების როლი პროგრამის განხორციელებაში.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას“, - ნათქვამია „ფერმერთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს