ეროვნული ბანკი მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობას აგრძელებს.

სებ-ის ინიციატივით, 5-15 ნოემბერს, მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი შესაძლებლობები ტექსპრინტზე გამოცადეს.

"ტექსპრინტის მიზანი იყო მაღალი სიზუსტის გამოსახულების ტექსტად გარდაქმნის (OCR) მოდელის შექმნა“ რომლის შედეგადაც განსხვავებული ფორმატის (შრიფტი, ხარისხი, სხვა ენასთან შერეული) ქართულენოვანი ოფიციალური დოკუმენტების მაღალი სიზუსტით წაკითხვა და მოცემული ჩანაწერის ციფრულ ფორმაში გარდაქმნა გახდებოდა შესაძლებელი.

ტექსპრინტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადობის მოწმობიდან საიდენტიფიკაციო მონაცემების ამოღებას. გამარჯვებულების გამოვლენისას უპირატესობა მიენიჭა პრობლემის გადაწყვეტისათვის შერჩეული მიდგომის ადეკვატურობას და პროგნოზირების სიზუსტეს. ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით, საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდმა, რომლის წევრებიც სოსო სუხიტაშვილი და ორხან შამილოვი არიან. ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციას სხვადასხვა თემატური პროექტებსა და კონკურსების სახით“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა