ექიმებმა პარლამენტში ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და ექიმებმა პარლამენტში ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და მოითხოვეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთი პარლამენტარი ექიმებს შეურაცხყოფას აყენებს.

„სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები პარლამენტში შევიკრიბეთ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთხელ გვინდა მივაწოდოთ ხელისუფლებას ხმა და კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ მოთხოვნები, რაზეც მთელი სამედიცინო სამყარო თანხმდება - მიხეილ სააკაშვილი დროულად, დაუყოვნებლივ იყოს გადაყვანილი შესაბამის სამედიცინო, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. გვინდა ვუთხრათ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის დეპუტატებს და იმ დეპუტატებს, ვინც ჩირქს სცხებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ებრძვიან ექიმებს, მორჩით ამ გაუაზრებელ ქმედებებს, როდესაც ექიმებს შეურაცხყოფას აყენებთ. აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებთ და იმ მოშიმშილე ადამიანების გვერდით ვართ, ვინც ამ შენობაში შიმშილობენ, დეპუტატები, ელენე ხოშტარია, ასევე რამდენიმე ჩვენი კოლეგა, პაატა ბურჭულაძე, რეგიონებში ადამიანები - ყველას ჩვენი, ექიმების მხარდაჭერა“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა