ჰოსპიტალური ქსელის ბაზაზე  სისხლის ცენტრი გაიხსნა

„ევექსის“ ჰოსპიტალურმა ქსელმა დასავლეთ საქართველოში სისხლის ბანკი გახსნა, რომელიც „სისხლის ცენტრის“ სახელით იწყებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ ინფორმაციას “ევექსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სისხლის ცენტრი“ სტრატეგიული მნიშვნელობის ერთეულია, რომელიც უანგარო დონაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყანაში სისხლის პროდუქტებზე არსებული დეფიციტის შევსებას ემსახურება.

„სისხლის ცენტრის“ პარტნიორია „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, რომელთან მოლაპარაკებების ფარგლებშიც მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. თანამშრომლობა პოტენციური დონორების მოზიდვას და საქართველოში სისხლის მარაგის გაზრდას ისახავს მიზნად.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა წელიწადში 10-15 ათას ადამიანს სჭირდება. სისხლის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი მნიშვნელოვანია გაიზარდოს იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც სისხლს უანგაროდ გაიღებს და გადაარჩენს სიცოცხლეს. ახლადგახსნილი სისხლის ცენტრის კრეატიული კონცეფცია და სლოგანიც ამ კამპანიის მისიას ასახავს - აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი!

ცნობადობის ამაღლების მიზნით, „სისხლის ცენტრმა“ უკვე დაიწყო გასვლითი შეხვედრები რეგიონებში. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კი სისხლის უფასო დონაციის შესაძლებლობა 2 რეგიონში, 4 ლოკაციაზე: ქუთაისში (ჯავახიშვილის N85 და ოცხელის ქ. N2); ბათუმში (აეროპორტის გზატკეცილი, N64); ქობულეთში (აბაშიძის ქ. N18) გააჩნია.

სამომავლოდ, სისხლის ასაღები პუნქტების გახსნა საქართველოს 6 რეგიონში, „ევექსის“ ჰოსპიტალური ქსელის ბაზაზეა დაგეგმილი.

დონაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან რეგისტრაციის გასავლელად დარეკეთ ნომერზე: 591 98 26 25“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს