პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სპორტის უნივერსიტეტში გარკვეული კატეგორიის სპორტსმენების უგამოცდოდ ჩარიცხვას ითვალისწინებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებს, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდებიან, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შესძლებენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის თავდაპირველი ვერსიით, კანონის მოქმედება იმ სპორტსმენებზეც ვრცელდებოდა, რომლებიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში პირველ ადგილს მოიპოვებდნენ. როგორც ამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ განმარტა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

„კომიტეტის მოსაზრებით, კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდებიან. კანონის მოქმედება ასევე უნდა გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ“, - განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს