კელი დეგნანი - ძალიან შეშფოთებული ვართ სააკაშვილის მდგომარეობის გამო - ჩვენ გვჯერა მედიკოსების ჯგუფის და როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი

როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი და განხილვა საჭირო მკურნალობის მიწოდების კუთხით ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ ხდება სამედიცინო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინება იმ პირობებში, როდესაც ადამიანის სიცოცხლეა დასაცავი, რომელიც გამუდმებული რისკის ქვეშ იმყოფება.

„ძალიან შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი და განხილვა, საჭირო მკურნალობის მიწოდების კუთხით ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა სახალხო დამცველისა და მისი მედიკოსების ჯგუფის. მედიკოსების ამ ჯგუფის შეფასებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სჭირდება სრული მკურნალობა იმ საგანგებო მდგომარეობასთან გასამკლავებლად, რომელიც როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად შესაძლებელია რომ გამოიკვეთოს, თუ ის არ იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. ვფიქრობ, ხედავთ, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა ამ მიმართულებით მიპყრობილი არა მხოლოდ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, არამედ ვაშინგტონის მხრიდანაც, საქართველოს სხვა მეგობრებისგანაც, როგორიც ელჩი იან კელია, რომელიც ყურადღებით აკვირდება ვითარებას გარკვეული შეშფოთებით და ამავდროულად, ძნელი გასაგებია, რატომ არ ხდება მედიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინება იმ დროს, როდესაც ადამიანის სიცოცხლის დაცვა აუცილებელია, რომელიც გამუდმებული რისკის ქვეშაა,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს