„საქსტატსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს ინფორმაციის მოთხოვნისა და გადაცემის პროცესში და ამ პროცედურას შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე არეგულირებს. კერძოდ, „საქსტატი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს უზრუნველყოფს სააგენტოს ინტერესების სფეროში შემავალი არსებული სტატისტიკური პროდუქტებით, ხოლო სააგენტო „საქსტატს“ მიაწვდის მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ინფორმაციას.

ორმხრივ დოკუმენტს ხელი „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ მოაწერეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. „მემორანდუმის ფარგლებში „საქსტატი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს უზრუნველყოფს, მისთვის საჭირო სანდო, ობიექტური და დეტალური სტატისტიკური ინფორმაციით. ასევე კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებს გაუწევს შესაბამის კონსულტაციებს, სტატისტიკურ მონაცემთა გამოყენების, დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ“ - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

„საქსტატსა“ და სოციალურ სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას კანონმდებლობის შესაბამისად. მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო პროდუქტიული და უფრო მიზანმიმართული იყოს“ - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ.

„საქსტატის“ ცნობით, მემორანდუმის მიზანია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ასევე, მემორანდუმით გათვალისწინებულია საჭიროების შესაბამისად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო