ბექა ოდიშარია - ის ადამიანები და „ფეიკტელევიზიები“ რუსეთუმეობას გვაბრალებენ ჩვენ, ვისაც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართულებით ამდენი მიღწევა გვაქვს

ის ადამიანები და „ფეიკტელევიზიები“ რუსეთუმეობას გვაბრალებენ ჩვენ, ვისაც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართულებით ამდენი მიღწევა და „მაილსთოუნები“ გვაქვს და თავად 2008 წლის ოკუპაციამდე და ოკუპაციის შემდეგაც, რუსეთის ფედერაციაში დასეირნობდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

აქვე ოდიშარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკური გუნდიდან “იმ ქვეყანაში ერთეული ადამიანი თუ იქნება ნამყოფი“.

“ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერითა და მათთან კონსულტაციის გზით უნდა გავიაროთ ის ძალიან მოლიპული გზა, რომელმაც არა გვიან, არამედ რაც შეიძლება ადრე, კონფლიქტის მოგვარებამდე უნდა მოგვიყვანოს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო