„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან.

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, დღეს სამი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობის ნაცვლად, აქციის მონაწილეთა შეკრების ადგილად მხოლოდ რესპუბლიკის მოედანი გადაწყდა.

მათი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ლიდერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გადასვლასაც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანიმატოლოგის ჩარევის შედეგად დასტაბილურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა