თეონა აქუბარდია დავით ზალკალიანს - გრძნობთ თუ არა დისკომფორტს შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც პარტნიორებს ესაუბრებით?

გრძნობთ თუ არა დისკომფორტს შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც პარტნიორებს ესაუბრებით და გულწრფელად გჯერათ თუ არა იმის, რაზეც ისაუბრეთ ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით ასევე, მაშინ, როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე? - ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, რომელსაც დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

აქუბარდიას შეფასებით, დღეს ქვეყანაში პარალელური რეალობაა, როდესაც სასესიო დარბაზს გარეთ დეპუტატები შიმშილობენ, დარბაზში კი, მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.

„დღეს კიდევ ერთხელ გავხდი მომსწრე იმ პარალელური რეალობის, რომელიც არის დარბაზში და არის გარეთ, როდესაც 10 დეპუტატი შიმშილობს, მათ შორის, თქვენი ყოფილი კოლეგა ელენე ხოშტარია, რომლის მდგომარეობაც დღითიდღე მძიმდება. მინდა დავიწყო გამოსვლა ევროპარლამენტარის შეფასებით, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოო ყველაზე შორის არის დღეს ევროპისგან, ვიდრე ოდესმე. ასევე მინდა შეგახსენოთ ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებიდან გაბრაზებაზე გადავიდა თავის განცხადებებში, როდესაც ქვეყნის დემოკრატიაზეა საუბარი. ეს არის ქვეყანა სადაც პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და დიპლომატებს უსმენენ; ეს არის ქვეყანა, სადაც არის ღრმა პოლარიზაცია და ხელისუფლება არ იმჩნევს ფაქტს, რომ დაუყოვნებლივ არის გადასაყვანი მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში, რადგან ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ღირსების საკითხია. ეს არის ქვეყანა, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების დამძიმების გამო, რუსეთის არხზე ქართულ დროშაზე დგანან და ქილიკობენ იმაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება; ეს არის ქვეყანა, სადაც უმრავლესობის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები გვესაუბრებიან სუვერენულ დემოკრატიაზე, რითაც არის ცნობილი რუსეთი და ეს არ არის ის გზა, რომელიც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებშია გაწერილი, ეს არ არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ეს არ არის გზა ევროპის და ნატო-ში გაწევრიანებისთვის და დემოკრატიის განმტკიცებისთვის. ამიტომ ერთი კითხვა მაქვს - გრძნობთ თუ არა დისკომფორტს შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც პარტნიორებს ესაუბრებით და გულწრფელად გჯერათ თუ არა იმის, რაზეც ისაუბრეთ ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით ასევე, მაშინ, როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე?“- მიმართა აქუბარდიამ ზალკალიანს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა