იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რატომ შეირჩა მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად გორის სამხედრო ჰოსპიტალი

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განმარტა, თუ რატომ შეირჩა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გადასაყვანად გორის სამხედრო ჰოსპიტალი. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, იქ დაცული იქნება მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

„ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა, ასევე უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება“,-განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც მან განმარტა, პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთ გაყვანას პატიმრის თანხმობა სჭირდება.

„რაც შეეხება გარანტიებს, ეს არის შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე ყოველგვარ პროვოკაციაზე უარის თქმა, იქნება ეს სხვადასხვა სახის აქცია გორის ჰოსპიტალთან, თუ რაიმე სხვა დესტრუქციული ქმედება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც ექიმების მუშაობას, ასევე პატიმრის უსაფრთხოებას. ეს არის ის, რისკენაც ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც მან განმარტა, სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ და თავად პატიმრის გადასაწყვეტია, შიმშილობას შეწყვეტს თუ არა.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ვეხმარებით და ის გორის ჰოსპიტალში გადაგვყავს, დანარჩენი უკვე მის თანხმობაზეა დამოკიდებული“,- განაცხადა ბრეგაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პენიტენციურ სამსახურს არავინ მოუტყუებია. გარდა ამისა, რატი ბრეგაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, შეწყდეს უწყების თანამშრომლებზე თავდასხმები.

„მოვუწოდებ ყველას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ, სიძულვილის ენის აქამდე გაუგონარი მასშტაბის გამოყენების, კანონმორჩილ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე დაუყოვნებლივ თავდასხმის შეწყვეტისაკენ“,-განაცხადა ბრეგაძემ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“