დავით კირკიტაძე - შიმშილობის ჩვენი აქტი შეწყდება იმ წუთიდან, რაც სააკაშვილი თავისი ნებით გლდანის ციხეს დატოვებს - ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლებისგან გადადგმული ეს ნაბიჯი, გადადგმულია პროცესების ნორმალიზაციისკენ

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, გადადგმულია პროცესების ნორმალიზაციისკენ,- ამის შესახებ ჟურბალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რითაც იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისინი შეწყვეტენ შიმშილობას მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით და ექიმების რეკომენდაციით დატოვებს გლდანის ციხეს.

"თუმცა, ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ, ხელისუფლება ნაჩვევია, რომ ერთ რამეს ამბობს და გადათქვამს ხოლმე, ამიტომ დაველოდოთ მათ ქმედებებს, ასევე, იმას რას იტყვიან მედიკოსები, მათ შორის ის მედიკოსები, რომლებიც თვითონ ხელისუფლების მიერ შექმნილ კონსილიუმში არიან. რა თქმა უნდა, ის პირობა, რაც ვთქვით, რომ არც ერთ კლინიკასთან აქციები და დაძაბულობა არ იქნება, ეს დიდი ხნის წინ ვთქვით. შიმშილობის ჩვენი აქტიც შეწყდება იმ წუთიდან, რაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით და ექიმების რეკომენდაციით დატოვებს გლდანის ციხეს, სადაც არც მისი ჯანმრთელობაა გარანტირებული და არც მისი უსაფრთხოება. ჩვენ ვაცნობიერებთ რა ნაბიჯიც იქნა გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, არავინ გულზე მჯიღს არ იცემს და არ აღნიშნავს არაფერს, ჩვენ ბევრჯერ მოგვატყუა ხელისუფლებამ, ამიტომ როგორც კი სააკაშვილი საკუთარი ნებით და ექიმების რეკომენდაციით დატოვებს გლდანის ციხეს, შევწყვეტთ შიმშილობას,"- განაცხადა კირკიტაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა