ირაკლი ზარქუა - იმედი მაქვს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს ეყოფათ გონიერება და არ მოაწყობენ ქაოსს

იმედი მაქვს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს ეყოფათ გონიერება და არ მოაწყობენ ქაოსს და არეულობის მცდელობა არ ექნებათ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

ზარქუას იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა მდგომარეობას განმუხტავს.

"მე პირადად ეს მიდგომა მაქვს, ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ჩვენი კოლეგები, რომლებიც შიმშილობენ, თუნდაც, მათ გამო ღირდა ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, რომ გადაეყვანათ სხვა ლოკაციაზე, რომელიც არის გორის ჰოსპიტალი. მე მგონია, ეს სწორი მიდგომაა. დარწმუნებული ვარ, ის სერვისები რაც სჭირდება პატიმარ სააკაშვილს მიეწოდება უფრო კვალიფიციურად და ეს სიტუაცია განიმუხტება. იმედი მაქვს, ეყოფა გონი რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს და იქ არ მოაწყობენ ქაოსს და არეულობის მცდელობა არ ექნებათ. ყველას ვთხოვ, დაიცვას სახელმწიფო ინტერესები, ქაოსი ვნებს სახელმწიფოს და რუსეთის ინტერესებშია,"- განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა