ხატია წილოსანმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, სადაც პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

პროგრამა და სამოქმედო გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) წარადგინეს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

დოკუმენტი მოიცავს 10-წლიან სტრატეგიას და 5 წლიან სამოქმედო გეგმას, სადაც გამოკვეთილია მიზნები და ღონისძიებები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე პლასტმასის ნარჩენებით მიღებული ზიანის პრევენციას.

„პლასტიკის ნარჩენების შემცირება ყველა ჩვენგანის ვალია და იმედი მაქვს, რომ ეს ათწლიანი სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალში უკეთესი გარემო შევქმნათ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კავშირშია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენების შემცირებასთან და საქართველო ძალიან ამაყობს, რომ არის ამ პროცესის მონაწილე.

როდესაც ვსაუბრობთ ნარჩენების მართვაზე, პლასტიკის ნარჩენების შემცირებაზე, ეს არის თითოეული ჩვენგანის საქმე. ის გარემო, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ, ჩვენი შესაქმნელია, ამას არავინ გააკეთებს ჩვენ ნაცვლად და ყველა ადამიანი, რომელიც ჩართული იქნება ამ პროცესში, ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა კონფერენციაზე ხატია წილოსანმა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსონი, გარემოს დაცვის სპეციალისტები და ექსპერტები.

კონფერენციის დარბაზში გამოფენილი იყო საქართველოში არსებული პლასტმასის ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი კომპანიების ნაწარმის გამოფენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა