ნიკა მელია - კონკრეტული გეგმა უნდა გამეცნო თქვენთვის, რომელიც იქნებოდა უმწვავესი ფორმით, მაგრამ არაძალადობრივი, გზაში დაგვაწიეს ცნობა, რომ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პროტესტისა და ზეწოლის ფონზე, ხელისუფლება იძულებული გახდა გაეკეთებინა განცხადება, რომ მზად არის მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს. როგორც მან საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ოპოზიცია დღეს უმწვავესი, არაძალადობრივი საპროტესტო აქციის თაობაზე გეგმის წარდგენას გეგმავდა.

ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია სწორი იქნება.

„კონკრეტული გეგმით ვიყავი წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის, გეგმა, რომელიც იქნებოდა უმწვავესი ფორმით, მაგრამ არაძალადობრივი. გზაში დაგვაწიეს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

გორის ჰოსპიტალში ამ ადამიანის გადაყვანა რომ სდომოდათ, რუსთავის ციხიდან გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, სადაც არანაირი ელემენტარული სამკურნალო შესაძლებლობებიც კი არ არსებობდა, ეს სამმა განსხვავებულმა კონსილიუმმა დაამტკიცა. თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება პრაქტიკულად საათობრივად აკეთებს მხარდამჭერ განცხადებებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ. „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, რომ ჩვენ ძალადობრივ პროცესებში ჩავეთრიეთ და პროცესები ძალადობრივად წარმართულიყო მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში და ადგილობრივი საზოგადოების თვალში „ქართულ ოცნებას“ თავი აქვს მოჭრილი. მთელი მორალური უპირატესობა არის საზოგადოების მხარეს და ოლიგარქს აღარაფერი დარჩა, გარდა თოფიანი ადამიანებისა. ისინი ეძებდნენ საბაბს, როგორ გამოეყენებინათ ძალა, კიდევ უფრო უმძიმეს პირობებში ემყოფებინათ მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც ახლა დატყვევებული ჰყავთ, მაგრამ მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. არ ავყევით რეჟიმს ძალადობრივ პროცესებში და სისხლი არ დავაღვრევინეთ.

„რუსული ოცნება“ მორიგ ჯერზე არ ავუხდინეთ ქვეყანაში, რომელიც სამოქალაქო, სისხლიან დაპირისპირებას გულისხმობს“,-განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს